ზამთრის დადგომასთან ერთად ვირუსული ინფექციების მატება შეინიშნება. ყველაზე ხშირად სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები გვხვდება, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება და შესაბამისად, მოსახლეობის დიდ ნაწილს აავადებს. ასე, რომ გრიპით დაავადებული ერთი ადამიანიც კი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებს.
თუ, მოულოდნელად სურდო, ყელის ტკივილი, ცემინება დაგეწყოთ, თან გამცივნებთ, კუნთებსა და სახსრებში გტეხთ, სხეული რამდენიმე ადგილას გტკივათ, შრომისუნარიანობაც დაგიქვეითდათ - ესე იგი, ავად ხართ. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ან, თუ უკვე დაავადება დაგეწყოთ და გსურთ, რომ მალე გამოჯანმრთელდეთ, აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტი. როგორც ცნობილია, იმუნური სისტემის ძირითადი ფუნქცია მავნე ვირუსებისა და ბაქტერიებისგან ორგანიზმის დაცვაა.
პირველი საგანგაშო ნიშნები, რომლებიც მოწმობს დაბალ იმუნეტეტზე, ეს არის:
- ხშირი და ხანგრძლივი გაციება
- სურდო, სინუსიტები, ტონზილიტი(ანგინები) და ოტიტი (ყურის ანთება)
- სხვადასხვა ალერგიული რეაქციები
- ნაწლავების დისბაქტერიოზი
- ქრონიკული დაღლილობა.